9 ქულა ბოლო მეოთხედში - გოგას კარგი მატჩი, მაგრამ მარცხი "პელიკანსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო მატჩები მიმდინარეობს. 

"ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და 92:104 დამარცხდა. 

გოგა ბითაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა (3/3 ორქულიანი, 1/2 სამქულიანი), 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა ქულები ბოლო მეოთხედში მოიპოვა. 

"მეჯიქის" შემადგენლობიდან საუკეთესო ფრანს ვაგნერი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, მისმა ძმამ, მორიტს ვაგნერმა კი - 16.

"პელიკანსის" მხრიდან ბრენდონ ინგრამმა თავი 18 ქულით გამოიჩინა, ზაიონ უილიამსონმა კი - 16-ით. 

ამრიგად, "ორლანდოს" პრესეზონზე
2 მოგება და 1 წაგება აქვს, შემდეგ მატჩს 21 ოქტომბერს, ბრაზილიურ "ფლამინგოსთან" გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული