იტალიის Lega A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია დასახელდა.
ქართველმა კალათბურთელმა "სასარის" წინააღმდეგ 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, თორნიკემ სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო, 18 ოქტომბრის შემდეგ ევროლიგასა და იტალიის ჩემპიონატში მიჯრით 3 შეხვედრა ჩაატარა და თავი 26, 19 და 10 ქულით გამოიჩინა.
"ვირტუსი" მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, ევროლიგაზე "ასველთან" გამართავს.