შენგელია ისევ საუკეთესო იყო - "ვირტუსმა" საფრანგეთში საოცარი მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა“ ლიონში „ვილერბანი“ 87:84 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვილერბანი" ამ სეზონში ტურნირზე წარუმატებლად ასპარეზობს, მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 5 556-იანი "ასტრობალ არენა" პირთამდე გაივსო და გულშემატკივრებმა მართლაც ლამაზი თამაში იხილეს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ და ხან მეორე, დასკვნით მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, საბოლოოდ გამარჯვება კი სტუმრებმა მოიპოვეს.

შენგელიამ 34:18 წუთში 18 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა,
ხოლო სარგებლიანობის 29-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

ყველაზე მეტი, 20 ქულა ქულა თორნიკეს თანაგუნდელის ისაია კორდინიეს ანგარიშზეა, მარკო ბილინელიმ კი 16 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული 16 ქულით 223-სანტიმეტრიანი ცენტრი იუსუფა ფალი იყო.

"ვილერბანმა" მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და ლეგა A-ში 9 მატჩიდან 8-ში გამარჯვება იზეიმა.

ბოლონიური გუნდი 4 მოგებით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რეალს" 1 მოგებით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატზე სტუმრად „ნაპოლისთან“ ჩაატარებს, 3 ნოემბერს კი ევროლიგაზე "ეფესს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უუჰ,ძალიან მაგარი თამაში იყო!
სოსო
01:37 28-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული