შენგელიას 12 ქულა 15 წუთში და "ვირტუსის" გამარჯვება ნეაპოლში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა. ამის მიზეზი ევროლიგაზე გასულ კვირაში ჩატარებული 2 მატჩი გახლდათ. ბოლონიელებმა მორიგი შეხვედრა სტუმრად, "ნაპოლისთან" გამართეს და საკმაოდ იოლად – 88:75 გაიმარჯვეს.

ქართველი ფორვარდი სტუმართა სასტარტო 5-ეულში იყო და საკმაოდ კარგად ითამაშა. თორნიკემ პარკეტზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, ამ დროში კი საკუთარ გუნდს 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა.

შენგელიამ თამაშიდან სულ 5-ჯერ ისროლა, 3-დან 2 ორქულიანი და 2-
დან ორივე სამქულიანი ჩააგდო. ამას გარდა, თორნიკემ 6 საჯარიმო ისროლა და 2 კალათში ზუსტად მოათავსა. საკუთარ გუნდში შედეგიანობით მხოლოდ ჯორდან მიკისა (17 ქულა) და მარკო ბელინელის (14 ქულა) ჩამორჩა.

5 ტურის შემდეგ 5 მოგებით "ვირტუს ბოლონია" სერია A-ს ცხრილს "ვენეციასთან" ერთად ლიდერობს. მომდევნო თამაშს შენგელიას გუნდი ევროლიგაში "ანადოლუ ეფესის" წინააღმდეგ 3 ნოემბერს ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული