შენგელიას 14 ქულა - "ვირტუსმა" ევროლიგაზე "მილანს" სძლია

AutoSharing Option
ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 86:79 დაამარცხა.

შენგელიამ 28:23 წუთში 14 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 20 შეადგინა.

19 ქულით და სარგებლიანობის 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP თორნიკეს თანაგუნდელი გაბრიელ ლუნდბერგი გახდა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში საუცხოოდ ითამაშა. სხვათა შორის, დანიელს წინა ორ შეხვედრაში ქულა არ ჰქონდა აღებული.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მილანელი შეივონ შილდსი
გახდა.

„ვირტუსი“ 6 მოგებით მესამე ადგილზეა და 17 ნოემბერს ათენში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ ჩაი--ით რა ამ ფსევდო ანტი რუსულით
ტუტე
02:18 26-05-2024
0
ეჰ,ორი წელი რა ტყუილად დაკარგე რუსეთში!!!
სანდრო
19:05 15-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული