მამუკელაშვილის 34 ქულა, 22 მოხსნა და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს ძალიან მცირე სათამაში დროს აძლევს. ასეთ სიტუაციაში კი, კალათბურთელებს სათამაშო პრაქტიკისთვის NBA-ის განვითარების ლიგაში უშვებენ. „სპურსის“ ფარმ-კლუბი „ოსტინია“, რომელმაც ბოლო მატჩში „ტეხასი“ 124:122 დაამარცხა.

ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ქართველი ფორვარდის დამსახურებაა. მამუკელაშვილმა ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 22 მოხსნა. სრული სტატისტიკა ასეთი იყო:

34 ქულა (13-დან 5 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 22 მოხსნა (6 შეტევაში, 16 დაცვაში), 4 პასი, 2 დაფარება.

„ოსტინს“ 27 ქულა ბლეიქ ვესლიმ
შეაშველა, ხოლო 26 – დომინიკ ბარლოუმ.

5 მოგებითა და 6 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი სამხრეთის დივიზიონში მე-6 ადგილზეა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 4 /
34 ქულა რომ წავიკითხე ეგრევე გულმა ცუდი მიგრძნო, სამწუხაროდ გაუშვეს განვითარების ლიგაში, იმედია დაიბრუნებს ადგილს მთავარ ლიგაში, მაგარი მეიმედება მე პირადად ამ ბიჭის. წარმატებები,,მამუ"!
1
34 არ გამოდის ასე რაც აქ ცერია 33 ქულა გამოდის
beso 70
15:45 10-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული