შენგელიას 13 ქულა და "ვირტუსი" მილანში ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:82 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ მეოთხედში ანგარიში რამდენჯერმე თანაბარიც იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა გადამწყვეტი ქულების აღება ვერ მოახერხა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.

„ვირტუსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 16 ქულით. რაც შეეხება „მილანოს“, მასპინძლებს ნიკოლო მელიმ ულიდერა 15 ქულით.

ამჟამად „ვირტუს ბოლონიას“ 8 მოგება და 3 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი Lega A-ში მეორე ადგილზეა. შენგელიას გუნდი მხოლოდ „ბრეშას“ ჩამორჩება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
უბრალოდ ბრავო!
სოსო
10:03 15-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული