ვემბანიამას არყოფნაში მამუკელაშვილის სათამაშო დრო 15 წუთამდე გაიზარდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი სტუმრად, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარა და 119:132 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია „სან ანტონიოს“ ლიდერს, 2023 წლის NBA-ს დრაფტის პირველ ნომრად აყვანილ ვიქტორ ვემბანიამას.

ვემბანიამას სათამაშო დრო „სან ანტონიოს“ მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა რამდენიმე მოთამაშეს გადაუნაწილა. 15:12 წუთი მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა. ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ის წინა შეხვედრებში იღებდა.

სანდრომ 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისი 5 სამქულიანიდან მხოლოდ
ერთი აღმოჩნდა ზუსტი.

რაც შეეხება შეხვედრას, ის სრულად „მილუოკის“ (მამუკელაშვილის ყოფილი გუნდი) უპირატესობით წარიმართა, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 44:26 მოიგეს და შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 4 გამარჯვება და 22 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.

GBF.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული