10:45 03-01-2024
სასტარტო ბითაძემ სათადარიგო კარტერს აჯობა - "მეჯიქი" "გოლდენ სტეიტთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო. ახალგაზრდა კალათბურთელმა 26:13 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგას სროლის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
რაც შეეხება კარტერს, ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბითაძემ მას 2 ძირითად კომპონენტში – ქულებსა და მოხსნებში მნიშვნელოვნად აჯობა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე NBA-ს სუპერვარსკვლავი სტეფ კარი გახდა. გამთამაშებელმა 35:14 წუთში 36 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.
"მეჯიქიდან" საუკეთესო პაოლო ბანკერო გახდა. მან თავის გამოჩენა 27 ქულით, 12 მოხსნითა და 6 ასისტით მოახერხა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 19 გამარჯვებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 4 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 16 მოგებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. "ოქროსშტატელები" 5 იანვარს "დენვერ ნაგეთსს" დაუპირისპირდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
https://www.nba.com/stats/events?CFID=&CFPARAMS=&ContextMeasure=FGA&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022300463&PlayerID=1629048&RangeType=0&Season=2023-24&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612753&flag=3&sct=plot§ion=game