ბითაძის 16 წუთი - "ორლანდო" "მინესოტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 92:113 დამარცხდა.

"ორლანდოს" რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "მინესოტას" ლიდერი კარლ ენტონი თაუნსი გახდა. დომინიკელმა კალათბურთელმა 28 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამრიგად, "ორლანდო" 21 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მორიგ მატჩს 13 იანვარს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ
გამართავს.

"მინესოტა" 26 გამარჯვებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზეა. "ტიმბერვულვზი" 11 იანვარს "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული