ბითაძის 29 წუთი და "ორლანდოს" გამარჯვება "ნიუ იორკ ნიქსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდა და 98:94 გაიმარჯვა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, "მეჯიქის" ლიდერმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

"ნიქსიდან" მაილს მაკბრაიდმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 22 გამარჯვებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს
იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 18 იანვარს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიქსი" 23 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ტომ ტიბოდოს გუნდი 18 იანვარს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგრა ითამაშა განსაკუთრებით დაცვაში ! ბოლო პერიოდში გოგას გამოსვლის მერე დაქაჩეს ჩამორჩენა და წინაც გავიდნენ და მერე ისევ ტერნერი შემოიყვანა და ისევ რომ გაჭედა გუნდმა ისევ გოგას უხმეს და ისევ გავიდნენ წინ ! ერთი ესაა ძალიან ცოტას ისვრის ფარში (ალბათ ეგეთი დავალება აქვს რომ ძირითადად ადგილები გაუთავისუფლოს თანაგუნდელებს და დაცვას მიხედოს)ამ თამაშში სულ სამჯერ ისროლა და ერთი ჩააგდო და ერთიც საჯარიმოდან საჯარიმოებსაც ვერ ისვრის კარგად 4 დან 1 ჩააგდო
zura222
15:27 16-01-2024
0
რადგან მაგდენი ათამაშეს ეტყობ სარგებლიანი იყო მოედანზე .
მაგრამ ნახევარ საათში, სამი ქულა რა იყო შე კაი კაცო დაგინებული ხომ არ გქონია ფარში სროლა?
ნიკი
14:51 16-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული