10:10 18-01-2024
გოგას ორმაგი დუბლი და დეჟანტე მარის ბაზერ ბითერი - "ატლანტამ" "ორლანდოს" ბოლო წამებზე მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
"ორლანდოს" ცენტრმა გოგა ბითაძემ მატჩი ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
"მეჯიქიდან" პაოლო ბანკერომ თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეჟანტე მარი გახდა, რომელმაც 26 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 22 გამარჯვებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 20 იანვარს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ატლანტა ჰოუქსი" 17 გამარჯვებითა და 23 წაგებით მე-10 ადგილზეა. "ქორები" 20 იანვარს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წინა თამაშთან შედარებით დაცვაში ცუდად ითამაშა ფიზიკაში უნდა მოუმატოს ტანით ჯობნიან ხშირად
1
0
გოგას არცერთი ეპიზოდი არ არი
4
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული