27 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც გასულ სეზონში "ფერენცვაროშიდან" იჯარის წესით თბილისის "დინამოში" თამაშობდა, "ქოჯაელისპორში" გადავიდა.
თურქული კლუბის საიტი იტყობინება, რომ "ფერენცვაროშთან" შეთანხმება შედგა და ხარაიშვილს 1.5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს. ის "ქოჯაელისპორში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და გიორგის იმედი აქვთ.
"ქოჯაელისპორის" ღირსებას თავდამსხმელი გიორგი ბერიძე იცავს - მან ბოლო ტურში "ადანასპორთან" თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა (1:0). ეს კლუბი რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.