ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
27 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც გასულ სეზონში "ფერენცვაროშიდან" იჯარის წესით თბილისის "დინამოში" თამაშობდა, "ქოჯაელისპორში" გადავიდა.

თურქული კლუბის საიტი იტყობინება, რომ "ფერენცვაროშთან" შეთანხმება შედგა და ხარაიშვილს 1.5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს. ის "ქოჯაელისპორში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და გიორგის იმედი აქვთ.

"ქოჯაელისპორის" ღირსებას თავდამსხმელი გიორგი ბერიძე იცავს - მან ბოლო ტურში "ადანასპორთან" თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა (1:0). ეს კლუბი რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები
dato
07 თებერვალი 2024 19:09
0
გეშლება. ეგ დონეც არ არის
Gio
07 თებერვალი 2024 07:57
0
ტოტტი, შენ რაც დაწერე ეგ რომ თქვა სანიოლმა, ლამის ჯვარზე გააკრეს ეს რა გვაკადრაო.. არადა სიმართლე მწარეა.
QT
06 თებერვალი 2024 23:37
0
ანუ გამოდის რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის დონე თურქეთის მეორე ლიგიგის მესამე ადგილოსანის დონეა .
ტოტტი
06 თებერვალი 2024 19:57
0
ყველაფერი მაინც ფინანსებია, აზერბაიჯანის ნაკრების თავდამსხმელი შაიდაევი დაიმატეს ტაილანდის ლიგიდან და ხელფასი წელიწადში 700 კ ევრო ექნებაო წერდა აზერისპორტი.
700 კ სეზონში რომელი ქართული გუნდი გადაიხდიდა ? მგონი ვერცერთი
მიხაელ
06 თებერვალი 2024 23:59
0
ვარდისფერ სათვალეებს თუ გავიკეთებთ კი, ისე უფრო მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გუნდის დონეა
სხვა რამე
06 თებერვალი 2024 21:33
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული