შენგელიას "ვირტუსი" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 78:81 დამარცხდა.

შენგელიამ 26:40 წუთში 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 9-დან 6 საჯარიმო), 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10 იყო.

ბოლონიური გუნდი 16 მოგებით მეხუთე ადგილზეა და 29 თებერვალს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

altშენგელიას "ვირტუსმა" "ტრევიზო" გაანადგურა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვირტუსი ნელ-ნელა ჩამოქვეთდება სამწუხაროდ, არ უჩანს მომატების რესურსი. ისედაც მიკვირდა მისი ლიდერებში ხილვა, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი.... ოთხეულში მისი ხილვა კი ფანტასტიკის სფეროდან იქნება, რა ვიცი, იქნებ თოკოს გაუამართლდეს...
გუსანი
10:42 10-02-2024
0

სიახლეები პოპულარული