ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებმა შერმადინი საუკეთესო ცენტრად დაასახელეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება: "ლენოვო ტენერიფეს" ქართველი ცენტრი ფიბას ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მწვრთნელებმა ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრებას შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მე-2 წრის სტარტამდე გამოჰკითხა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა. შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული "პინარ ქარშიაქას" მაღალ ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული "თოფაშის" ცენტრი ოსტინ ვილი (18.2%) გავიდა.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი საუკეთესოთა შორის კიდევ ორ ნომინაციაში მოხვდა: ჩემპიონთა ლიგის MVP-ის ტიტულის მაძიებელთა შორის ის იერუსალიმის ჰაპოელის
მოთამაშე ლევი რენდოლფისა და ხსენებული ვილის შემდეგ დაასახელეს. გიორგი ასევე ფიგურირებს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალში, რომლებიც მეტოქე გუნდების მწვრთნელებს ყველაზე მეტ საფიქრალს უჩენენ. საინტერესოა, რომ ამ მხრივ პირველ ადგილზე "ტენერიფეში" შერმადინის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გავიდა.

ცნობისთვის, "ლენოვო ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 6 მარტს, ღამით, ხსენებული ჰაპოელ იერუსალიმის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 61:85 განადგურდა. ეს, ესპანური კლუბისთვის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი წაგებაა (2 გამარჯვების ფონზე) და სწორედ ჰაპოელის შემდეგ, K ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია.

აღნიშნულ ჯგუფში, "ტენერიფესა" და ჰაპოელის გარდა, თურქული "ქარშიაქა" და ბერძნული "პერისტერი" თამაშობენ, რომელთაც შერმადინი და მისი თანაგუნდელები ასევე მარტში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა, ჩემპიონის ვინაობა კი მაისში გამოვლინდება. "ლენოვო ტენერიფეს" ჩემპიონთა ლიგა 2017 და 2022 წლებში აქვს მოგებული, ოღონდ "იბეროსტარ ტენერიფეს" სახელწოდებით.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგ ნაკრებში შერმადინი და შენგელიას გარდა ყველა ნულია ფედერაციის (ბოისას თამადობით) ჩათვლით. შერმადინს რომ ვერ გამოიყენებს, ნულზე უარესი ხარ
Gio
06 მარტი 2024 21:03
3
ფაქტი ფაქტად რჩება საქართველოს ნაკრებში ნული იყო რასაც ქვია და ვერაფერი გავიგე..
მოქალაქე
06 მარტი 2024 19:50
5
პატივცემულო "მოქალაქე" უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შერმა იმდენად თამაშობს - რამდენსაც უხდიან.
მეც თქვენსავით გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში გიორგის თამაში ვერ ვნახე.
გიორგი თუ ასე გააგრძელე - მაყურებელი დაგისტვენს! ეს გინდა ახლა შენ?
პლეხანოველი
07 მარტი 2024 15:35
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული