შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსის" დასანანი მარცხი ოვერტაიმში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, მაგრამ მისი ჩინებული თამაშის მიუხედავად, "ვირტუს ბოლონია" დამარცხდა. ეს მოხდა იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, რომელშიც "ვირტუსი" სტუმრად "პესაროს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 86:87 დამარცხდა.

ბოლონიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე 3-ქულიანი მიიღეს, რის გამოც ოვერტაიმი დაინიშნა. იქაც ყველაფერი ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, "პეზარომ" მაინც მოიგო.

შენგელიამ 29 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი
და 1 ჩაჭრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

"პეზაროს" შემადგენლობაში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი მარკის მაკდაფი იყო (23 ქულა, 8 მოხსნა), ანდრეა ჩინჩარინიმ 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, ხოლო "ვირტუსში" მარკო ბელინელი გამოირჩა 18 ქულით.

"ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს, რის გამოც მხოლოდ 16 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში, 25 მარტს, "ბრეშას", რომელიც ლიდერია, სტუმრად დაუპირისპირდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენგელიას ვულოცავთ წარმატებას, მაგრამ ვთხოვთ კალათბუეთის ფედერაციას იქნებ მოიძიონ საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი წარმატებული კალათბურტელები თორემ ძალიან დაგვისუსტდა ნაკრები, გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა, პირადად სანიკიძეს ვთხოვთ.
გია
14:58 19-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული