10:50 30-03-2024
შენგელია "პანათინაიკოსთან" საუკეთესო იყო და ევროლიგაში 3000-ქულიანი ბარიერიც დაძლია [VIDEO]
AutoSharing Option
დიახ, ვირტუსი დასანანად დამარცხდა. შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა შინაურ არენაზე 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბობოქარი პანათინაიკოსი ჩამოიტოვეს კიდეც, თუმცა თანაბარ ფინალში ბერძნულ გრანდს გაუმართლა, რომლის ამერიკელმა ლეგიონერმა, კენდრიკ ნანმა საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო გამარჯვების ბურთი.
ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ამ მატჩის შემდეგ, შენგელიას ევროლიგაში 3 011 ქულა მოუგროვდა, რაც თავისთავად გამორჩეული შედეგია.
თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ბოლონიელებს 17 მოგების წილ 15 მარცხი მოუგროვდათ (ზედიზედ მე-5 მატჩი წააგეს), სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. ბოლონიელები 5 აპრილს იტალიურსავე მილანს ესტუმრებიან, 12 აპრილს კი შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიას (ესპანეთი) უმასპინძლებენ.
GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული