შენგელია "პანათინაიკოსთან" საუკეთესო იყო და ევროლიგაში 3000-ქულიანი ბარიერიც დაძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 32-ე ტურის მატჩში, რომელიც ვირტუსმა ბოლონიაში პანათინაიკოსთან გამართა, თორნიკე შენგელიასთვის 2 კარგი და 1 ცუდი რამ მოხდა. ცუდი ის იყო, რომ თორნიკეს გუნდი ბოლო წამზე მიღებული ბურთით 79:81 დამარცხდა, კარგი კი ვირტუსში ქართველი ფორვარდის სტატისტიკური ლიდერობა და ევროლიგის მატჩებში გადალახული 3000-ქულიანი ზღვარი გახლდათ.

დიახ, ვირტუსი დასანანად დამარცხდა. შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა შინაურ არენაზე 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბობოქარი პანათინაიკოსი ჩამოიტოვეს კიდეც, თუმცა თანაბარ ფინალში ბერძნულ გრანდს გაუმართლა, რომლის ამერიკელმა ლეგიონერმა, კენდრიკ ნანმა საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო გამარჯვების ბურთი.

ქართველი ლეგიონერი
ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ამ მატჩის შემდეგ, შენგელიას ევროლიგაში 3 011 ქულა მოუგროვდა, რაც თავისთავად გამორჩეული შედეგია.

თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ბოლონიელებს 17 მოგების წილ 15 მარცხი მოუგროვდათ (ზედიზედ მე-5 მატჩი წააგეს), სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. ბოლონიელები 5 აპრილს იტალიურსავე მილანს ესტუმრებიან, 12 აპრილს კი შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიას (ესპანეთი) უმასპინძლებენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული