წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანდრომ მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო. მამუკელაშვილმა მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო. მან ასევე 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.
"სან ანტონიოს" რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო "გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი, 32 ქულა, სტეფ კარიმ დააგროვა.
ამ მომენტისთვის "სან ანტონიოს" 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.
მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა "ჰიუსტონთან"
მამუკელაშვილის 14 წუთი - "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" დამარცხდა [VIDEO]
მამუკელაშვილის 8 ქულა, 8 მოხსნა და 18 წუთი ვემბანიამას არყოფნაში