თორნიკე შენგელიას გუნდი მატჩის პირველი სამი პერიოდი დათმო და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულას აგებდა. თორნიკემ პარკეტზე 23:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. მან 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ორი სამქულიანიც ააცილა. მილანელებს ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა 18 ქულით.
"ვირტუსს" 33 ტურში 17 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა. შენგელიას კლუბი მე-9 ადგილზეა და პლეი ინში ადგილი განაღდებული აქვს. ბოლონიელები ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიას უმასპინძლებენ და რეგულარულ სეზონს დაასრულებენ.
შენგელია "პანათინაიკოსთან" საუკეთესო იყო და ევროლიგაში 3000-ქულიანი ბარიერიც დაძლია [VIDEO]
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
თორნიკე შენგელია: თქვენმა თავდადებამ მსოფლიოს ქართული სული აჩვენა