შენგელია ბოლონიელთაგან საუკეთესო იყო - "ვირტუსმა" ოვერტაიმში წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დასანანი მარცხით დაიწყო თორნიკე შენგელიასთვის იტალიის სერია A-ს ფინალური სერია. "ვირტუს ბოლონიამ", რომლის ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ფორვარდი გახლავთ, პირველი შეხვედრა საკუთარ ქალაქში დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 75:86 დათმო "ოლიმპია მილანოსთან" და სერიაში მოედნის უპირატესობა დაკარგა. ბრძოლა იყო ძირითადი დროის დასკვნით ნაწილში, რომლის ბოლოსაც თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა; აი, დამატებით ხუთწუთულში კი სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო.

თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან ბოლონიელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. არადა, ბოლონიელები პირველ ნახევარში ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ და დამაჯერებლადაც იგებდნენ. დიდი შესვენებისთვის ანგარიში "ვირტუსს" 33:25 მიჰყავდა,
თუმცა მესამე პერიოდში მილანელებმა დიდებულად ითამაშეს, ათწუთეული 29:15 მოიგეს და 6 ქულით გალიდერდნენ. რეგულარული დროის ბოლოს მასპინძლებმა მაინც მოახერხეს დაწინაურება და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ – 68:65, თუმცა შაბაზ ნაპიერის სამქულიანით "ოლიმპიამ" ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

შენგელია სასტარტოში იყო და მოედანზე 38 წუთი გაატარა. ქართველ კალათბურთელს პირველ ტაიმში 12 ქულა ჰქონდა, მეორე ტაიმსა და ოვერტაიმში კი მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 16 ქულასთან ერთად შენგელიას 8 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. "მილანოს" შეივონ შილდსმა 25 ქულით ულიდერა, ნაპიერმა 21 ქულა ჩააგდო.

ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში, 8 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც სერია მილანში გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბებრების გუდია ეს ბოლონია, დაწყებას არა უშავს, მარა ბოლოში ი--ჯ----ენ
რრრ
07 ივნისი 2024 19:20
0
შენგელიას 16 ქულა და 8 მოხსნა ერთი შეხედვით კი კარგი შედეგი სჩანს, მაგრამ სროლების სიზუსტის სტატისტიკა აქვს 40%, საჯარიმოების 50%.
Irakli
07 ივნისი 2024 13:36
1
ვირტუსს,თანდათან სულ მოეშალათ გუნდური თამაში,რადგან სროლები აერიათ და სტუმრები,სამქულიანებს თუ ჰყრიდნენ აუცდენლად,ესენი,საჯარიმოებსაც კი,ორიდან ერთს თუ ჰყრიდნენ.ფარქვეშ შესვლებს ცდილობდნენ ინდივიდუალურად,მაგრამ სტუმრებმა ეგეც გადაუკეტეს,რაკი პერიმეტრიდან აღარ ეშინოდათ.
სოსო
07 ივნისი 2024 12:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული