"ვირტუსმა" "მილანოს" ფინალური სერია გაუთანაბრა | შენგელია MVP გახდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" ბოლონიაში მილანის "ოლიმპია" დაამარცხა და ფინალური სერია გაათანაბრა. ბოლონიელებს მარცხის უფლება არ ჰქონდათ, რადგან სერიის პირველი საშინაო მატჩი შინ ოვერტაიმში დათმეს და მეორე შეხვედრაც რომ წაეგოთ, ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ, თუმცა ქართველი ფორვარდის დიდებული თამაშის წყალობით "ვირტუსმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება – 72:64.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 28 წუთი გაატარა. შენგელიამ 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისი 13 ორქულიანიდან 6, ხოლო 6 სამიანიდან 3 აღმოჩნდა ზუსტი. ქულების მხრივ
შენგელიას შემდეგ მოდიან ჯორდან მაიკი (11 ქულა) და აჩილე პოლონარა (10). რაც შეეხებათ მილანელებს, 13-13 ქულა ჰქონდათ ნიკოლა მიროტიჩს და დეივონ ჰილს.

ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა როგორც სტატისტიკით, ისე სპეციალური გამოკითხვით. შენგელიას დახმარებით ბოლონიელები მილანში სერიის 2 მომდევნო მატჩის სათამაშოდ თანაბარი ანგარიშით მიდიან. "ოლიმპიას" მოედნის უპირატესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ყველა დარჩენილი საშინაო მატჩი მოიგო, ჩემპიონი გახდება, თუმცა ყველაფერი წინაა, სერია 4 მოგებამდე გრძელდება და მოედნის უპირატესობის დაბრუნების შანსი "ვირტუსს" 11 და 13 ივნისის მატჩებში ექნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგელიხარ თოკა გენაცვალე!
ირაკლი
19:24 09-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული