NBA-ის საჩემპიონო გუნდები ბითაძის დამატებით ინტერესდებიან - რას გადაწყვეტს ქართველი?

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი გოგა ბითაძე 1-ელ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბითაძის დამატებით ევროლიგის გუნდები ინტერესდებიან.

ცნობილი ამერიკელი ინსაიდერის, ევან საიდერის ინფორმაციით, 24 წლის ცენტრის საკუთარ რიგებში ხილვა NBA-ის ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც გასული წლის სუპერფინალში გასული "დალას მავერიქსი", ასევე "ნიუ იორკ ნიქსი", "მაიამი ჰიტი", "ნიუ ორლეან პელიკანსი", "ლოს ანჯელეს კლიპერსი", "ფინიქს სანზი" და "საკრამენტო კინგზი" არიან.

საიდერის ცნობით, აღნიშნული გუნდები ბითაძისთვის ვეტერანის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ბითაძე კარიერას კვლავ ნაციონალურ ასოციაციაში გააგრძელებს თუ
ძალებს ევროლიგაში კიდევ ერთხელ მოსინჯავს.

გოგა გასულ სეზონში "ორლანდო მეჯიქის" რიგებში მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასს და 1.2 დაფარებას აგროვებდა.

altბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა ვარიანტში ევროლიგის გუნდში უნდა წამოვიდეს. ხელფასიც თითქმის იგივე ექნება, თან სათამაშო დრო და ევროპაში ნამდვილი ვარსკვლავი იქნება.
სტუმარი
22 ივნისი 2024 16:27
1
ვეტერანის კონტრაქტში მინიმალური კონტრაქტი იგულისხმება, რაც დაახლოებით 2 მლნ დოლარია და ევროპაში ალბათ მაქსიმალურ შესაძლო შეთავაზებასთან ახლოს იქნება
Just Supporter
22 ივნისი 2024 15:04
0
ვეტერანის კონტრაქტი? პენსიას უნიშნავენ?
კახა
22 ივნისი 2024 14:59
0
ვეტერანის კონტრაქტი რაა?
ეეე
22 ივნისი 2024 14:35
1
ალბათ პენსიას დაუნიშნავენ..
კახა
22 ივნისი 2024 15:00
1
როცა გამოცდილი მოთამაშე ხარ რაღაცაზე ნაკლები ხელფასის დანიშვნა შენთვის კლუბს არ შეუძლია, ან მინიმალური ვეტერანის ხელფასი უნდა მოგცეს ან საერთოდ არ გაგიფორმოს კონტრაქტი. როგორც ვიცი 1მლნ-დან 2მლნ-მდე მერყეობს გადასახადების ჩათვლით.
ვისტი
22 ივნისი 2024 15:05
0

სიახლეები პოპულარული