ბითაძის 7 ქულა და 9 მოხსნა არასრულ 10 წუთში – "ნიო ორლეანთან"

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში პირველი საგამოფენო მატჩი გამართა. "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ ორლეან პელიკანსს" შეხვდა და შეხვედრა 14:106 დათმო, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა. ეს არაა სანერვიულო. საგამოფენო მატჩებში სათამაშო დროს უმეტესად ისეთი მოთამაშეები იღებენ, რომლებსაც ფორმაში შესვლა და საკუთარი ძალის დამტკიცება სურთ. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 10 წუთი იმყოფებოდა, გოგამ 9 მოხსნა მიითვალა, რასაც 7 ქულა და 1 პასი მოაყოლა. ბითაძის ანგარიშზე 2 დაფარებაცაა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია გუნდში.

წაგებულთა რიგებში პაოლო ბანკერომ 15 ქულა მიითვალა,
კოულ ენტონიმ და ჯეილენ საგსმა კი 11-11. მოხსნებით გუნდში (და მატჩშიც) ყველას გოგამ აჯობა. "ნიუ ორლეანს" ჯორდან ჰოუკინსმა ულიდერა 18 ქულით. ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასია.

ერთი საინტერესო ფაქტი: "ორლანდოს" სასტარტო ცენტრმა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა კოჭის ტრავმა მიიღო და მან ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. თუ მისი დაზიანება სერიოზულია, გოგას მეტი თამაში მოუწევს. შემდეგ მატჩში, 10 ოქტომბერს, "ორლანდო" სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული