სასიხარულო ამბავი ეროვნული ნაკრების მოთამაშის შესახებ. მიმდინარე სეზონში დუდა სანაძის წარმატებული დებიუტი შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვბნული გუნდის სნაიპერი მოახლოებულ სანაკრებო ფანჯარას ფორმაში შეხვდება. დუდას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და მიმდინარე სეზონის წინ ფორმა სრულად ვერ აღიდგინა. ამას წინათ სანაძე ევროტურნირისთვის დაიმატა კვიპროსულმა "ანორთოსისმა", სადაც დებიუტი ქართვეელ ლეგიონერს ფიბა ევროპის თასის მეორე ტურში ჰქონდა.
პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ფამაგუსტელები თურქეთში "ბურსასფორს" შეხვდნენ და ბრძოლაში – 79:86 დამარცხდნენ. სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:28 წუთში 15 ქულა და 2
მოხსნა მოაგროვა. დუდამ 11-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
"ანორთოსისს" ევროპის თასის B ჯგუფში ორივე თამაში წაგებული აქვს და ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 23 ოქტომბერს ესპანეთში "სარაგოსასთან" ჩაატარებს.
GBF.GE