13 ქულით ბურჯანაძე "ლეიმა ბასკეტს" "სარაგოსას" განადგურებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის სენსაციური დაწყების შემდეგ, როცა ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნამ” მადრიგის რეალი დაამარცხა, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესთა შორის ადგილს იმსახურებს. პირველი ტურის შემდეგ კორუნელებმა 3 მატჩი წააგეს, შაბათ საღამოს კი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “სარაგოსა” 110:86 გაანადგურეს. ამაში თავისი, საკმაოდ სოლიდური წილი ქართველ კალათბურთელსაც უდევს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 26:46 წუთი გაატარა. ბექას სამქულიანი არ უსვრია, 7 ორიანიდან 6 ჩააგდო, რასაც 2-
დან 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და 13 ქულა დააგროვა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. ბექამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ. კორუნელთაგან ასევე ამერიკელი ლეგიონერები – ტრეი ტომპკინსი და ბრენდონ ტეილორი გამოირჩნენ. პირველმა 18 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორემ 18 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა.

2 მგებითა და 3 მარცხით ლეიმა კორუნა მე-13 ადგილზეა. ესპანეთში დღეს ითამაშებს გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე, რომელიც გრან კანარიას უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული