რატი ანდრონიკაშვილს რიგის ვეფ-მა 3-კვირიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონში არც ერთ გუნდში არ ყოფილა, რიგის ვეფ-ში ითამაშებს. ლატვიის საუკეთესო კლუბთან ქართველმა უკანახაზელმა ხანმოკლე, მხოლოდ 3-კვირიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც რეალურად გამოსაცდელი პერიოდია, რის შემდეგაც, მისი თამაშიდან გამომდინარე, ქართველ კალათბურთელს ან ხანგრძლივ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ან დაემშვიდობებიან.

“ჩვენი კაპიტნის დაირის ბერტანსის ტრავმის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა, რომ მცველის პოზიციაზე შევსება მიგვეღო. ანდრონიკაშვილთან კონტრაქტი სამ კვირაზეა გათვლილი. ის უკვე რიგაში იმყოფება და გუნდთან ერთად რამდენჯერმე ივარჯიშა. მას დებიუტი უკვე ხვალ საღამოს ექნება”, – განაცხადა ვეფ-ის
პრეზიდენტმა გატის იაჰოვიცსმა.

რიგის ვეფ-ი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს და 2 ტურის შემდეგ 1 მოგება გააჩნია. მორიგ მატჩს რიგელები 29 ოქტომბერს, ბერძნულ აეკ-თან გამართავენ და დიდი ალბათობით, ანდრონიკაშვილის დებიუტიც ამ მატჩში შედგება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნბა-ში ცნობილი პრაქტიკაა ათდღიანი კონტრაქტები
5649
22:13 28-10-2024
0
აუუ რა ამბავია სამკვირიანი კონტრაქტიიიი იქ ხომ არ უნდა დაბერდეს PP ისე ხუმრობა იქეთ იყოს და ყველა ქართველმა სპორტსმენმა უნდა მიბაძოს ამას და წინასწარი კონრეაქტები ანუ1+1 1+2+3 კონტრაქტები გააფორმონ ! ასეთი კონტრაქტები რომ გაეფორმებინათ ეხლა კვარაც ჩაკვეც მიქაუტაძეც ან მაგარ გრანდებში იქნებოდნენ ან მაგარი ხელფასები ექნებოდათ
zura222
21:03 28-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული