
საქართველოს ნაკრების 23 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ლიგა ენდედსაში აღზევებულ "ლეიმა კორუნიაში" გააგრძელებს, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს.
"ლეიმა კორუნიამ" ანდრონიკაშვილს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. რატი გასულ სეზონში "სარაგოსაში" თამაშობდა, მაგრამ პირველივე მატჩში მიღებული ტრავმის გამო მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ის ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.