დუდა სანაძის 8 ქულა და "ანორთოსისის" მარცხი სლოვაკეთში

AutoSharing Option
ფიბა ევროპის თასზე მორიგი მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა კვიპროსის "ანორთოსისი", რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს. კვიპროსული გუნდი სლოვაკეთში "ლევიცეს" შეხვდა და უშანსოდ – 68:100 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 17:05 წუთი გაატარა და შეხვედრა 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. "ანორთოსისში" საუკეთესოები ჯორდან უილიამსი (11 ულა, 8 მოხსნა) და კენტუან სმიტი (12 ქულა, 7 მოხსნა) გახდნენ.

4 მატჩიდან მოგების გარეშე და ბოლო ადგილზეა "ანორთოსისი",
რომელიც მომდევნო მატჩს 6 ნოენბერს, შინ თურქულ "ბურსასფორს" შეხვდება.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული