დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ანორთსისმა" ფიბა ევროპის თასზე ბოლოსწინა მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ანორთოსისმა" ლარნაკაში თურქულ "ბურსასფორს" უმასპინძლა და 66:81 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი კვიპროსული გუნდის ბომბარდირი გახდა, მაგრამ მთლიანობაში მასპინძლებმა თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას და ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდნენ.

დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:45 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების წევრმა 8-დან 3 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე მთლიანობაში 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. დუდამ ბურთი ერთხელ დაკარგა და
ამდენჯერვე დაჯარიმდა.

ქულებით ქართველს ჩამორჩა, მაგრამ სარგებლიანობის ინდექსით ფამაგუსტელთა შორის საუკეთესო იყო კენტვან სმიტი, რომელმაც 24 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბურსასფორელებს ჯოშუა შარმა ულიდერა – 18 ქულა, 13 მოხსნა.

5 მატჩიდან მოგება არ აქვს და ბოლო ადგილზეა "ანორთოსისი", რომელიც ჯგუფის და მთლიანად ტურნირის ბლო მატჩს 13 ნოემბერს, შინ, ესპანურ "სარაგოსასთან" გამართავს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული