გოგას 5 დაფარება და ბოლო 12-დან 11 გამარჯვება - "ორლანდო" მაგარ სვლაზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მეთერთმეტე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ნიუ იორკის შემოგარენში, „ბრუკლინ ნეტთსთან“ გაიმარჯვეს – 123:100.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამჯერად თავი დაფარებებით გამოიჩინა: მის ანგარიშზე 5 ბლოკ-შოტი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. სასტარტოში იყო სეზონის დასაწყისში ორლანდოს ნომინალური ცენტრი ვენდელ კარტერი. მან გოგაზე 1 წუთით მეტ ხანს ითამაშა და შედეგიანი იყო – 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. ორლანდოელთაგან ქულების მხრივ საუკეთესო გერმანელი ფრანც
ვაგნერი იყო – 29 ქულა.

„მეჯიქს“ 14 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ „კლივლენდს“.

ბითაძეს მომდევნო მატჩი კვლავ ბრუკლინში 2 დეკემბერს ელის.

GBF

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამდენი ძალადობისა და სცედამსჯელი ჯალათების ფონზე, ძვლივს ერთი პატარა სიხარული ...
წარმატებები გოგას და ქართველ სპორტსმენებს !
რუსეთისგან თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს !
ყოჩაღ, "ბათაძე" !
13:57 30-11-2024
3
პრორუსულობას და პროევროპულობას ერთ კონტექსტში მარტო ქოცები აიგივებენ(შეგნებულად ან ჭკუასუსტობით)!!! დღეს პროევროპულობა ნიშნავს მისწრაფებას რუსეთის კლანჭებიდან თავის დაღწევას და დემოკრატიულად განვითარებას!!!
შალვა-ს
20:23 30-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული