ბოლო პროგნოზით, შენგელია "ვირტუსის" დახმარებას 10 იანვარს შეძლებს, როდესაც "ვირტუსმა" ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში "ბასკონიას" უნდა უმასპინძლოს. თორნიკემ ბოლოს ბოლონიელთა მაისურით სწორედ თავის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 12 დეკემბერს ითამაშა. მაშინ "ვირტუსმა" "ბასკონიასთან" გასვლითი
როგორც დაიგეგმა, მომდევნო 2 კვირა თორნიკე სპორტულ დარბაზში, კონდიციების შესანარჩუნებლად ივარჯიშებს, შემდეგ კი მოედანსაც დაუბრუნდება. მისი თამაში 10 იანვარს, ევროლიგაში, სწორედ "ბასკონიასთან" იგეგმება. კარგი ამბავია, რომ ასეთ შემთხვევაში, შენგელიას ეროვნულ ნაკრებში თამაშს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩი ყოფნა-არყოფნისაა. 21 თებერვალს ჩვენი გუნდი დანიას მასპინძლობს და თუ იმარჯვებს, ევრობასკეტზე გადის.
GBF.GE