ბითაძეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდომ" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ტორონტო რაპტორსი" გასვლაზე 106:97 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"ტორონტოდან" ჯეიკობ პოელტლმა 33 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 21
მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 იანვარს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.

"ტორონტო" 8 გამარჯვებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, "რაპტორსი" 7 იანვარს, "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.

altბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

altეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატება, გოგა! სულ მჯეროდა შენი შესაძლებლობების და მიხარია, რომ ეს სეზონიც მოვიდა შენ ცხოვრებაში! წინსვლას და კიდევ უფრო წარმატებულ სეზონებს გისურვებ, საქართველოს კი - ნბა-ს რამდენიმე ჩემპიონს!
მასტერს
09:20 04-01-2025
1
მიხარია გოგას წარმატებები და წინსვლა. ჩვენი ნაკრების იმედი ხარ გოგა. ღმერთო შენ დაიფარე ჩვენი სამშობლო
თენგაბი
11:43 04-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული