მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "დეტროიტ პისტონსთან" 110:125 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "დეტროიტის" ლიდერი ქეიდ კანინგემი გახდა, უკანახაზელმა 30 წუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა და 12 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "სპურსი" 24 მოგებითა და 30 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" მორიგ შეხვედრას 24 თებერვალს "ნიუ ორლეან პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ ევროპაში დაბრუნდეთ სანდრო შენ და ბითაძე,ასე სარგებელს თქვენ თავსაც მოუტანთ და ნაკრებსაც! ამერიკაში მეტს ვეღარ განვითარდებით!
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული