ბითაძის 17 წუთი - "ორლანდო" "ჩიკაგოსთან" 2 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" შინ "ჩიკაგო ბულზთან" 123:125 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კობი უაითი გახდა, "ხარების" უკანახაზელმა 36 წუთში 44 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

"მეჯიქიდან" პაოლო ბანკერომ საკუთარ გუნდს 38 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 29 მოგებითა და 35 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 9 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩიკაგო" 25 გამარჯვებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, "ხარები" 9 მარტს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიტაძის ბლოკის (დაფარების) ვიდეო
https://x.com/OrlandoMagic/status/1897827906325192924
უფროსი
12:00 07-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული