შერმადინმა "ბარსელონასთან" გაიბრწყინა - "ტენერიფემ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გასვლაზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის ლაგუნა "ტენერიფემ" კატალონიაში, "ბარსელონა" დაამარცხა, მატჩის ბომბარდირი კი თანაგუნდელ დევიდ კრამერთან ერთად გიორგი შერმადინი გახდა. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა ჩააგდო და მარადიულ მეტოქესთან გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. შერმადინმა ისე დაასრულა თამაში, თამაშიდან ბურთი არ აუდენია.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. მან 8-დან რვავე ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6 ცდიდან შესრულებული 4 საჯარიმოც მოაყოლა და 20 ქულა მოუგროვდა. ამასთან, შერმადინის ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 პასი გახლდათ. მისმა სარგებლიან ობის ინდექსმა 26
შეადგინა, რაც ისევე როგორც ქულები (20), თანაგუნდელ დევიდ კრამერის თანაბარია. საუკეთესო შედეგი კი უბერებელმა მარსელინიო ჰუერტასმა დააფიქსირა – 19 ქულა და 15 პასი.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. საწყისი პერიოდი ფრედ დასრულდა, მომდევნო 1 ქულით მოიგო "ბარსამ", მესამეში კი "ტენერიფემ" ამდენივეთი იმარჯვა და ბოლო ათწუთეულის წინ ისევ ფრე იყო. გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა მაქსიმუმი გააკეთეს და შეხვედრა 95:92 მოიგეს.

ამ გამარჯვებამ ტენერიფეს საშუალება მისცა მეორე ადგილზე "უნიკახასთან" ერთად დარჩენილიყო. 22 მატჩში ორივე გუნდს 17-17 გამარჯვება აქვთ. 1 მოგების წინ და პირველ ადგილზეა მადრიდის "რეალი". შემდეგ ტურში, 15 მარტს, "ტენერიფე" სტუმრად "ბილბაოს" ეთამაშება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი უბერებელი თავდადებული საყვარელი შერმადინი! სულ წარმატებებს გისურვებ! განსაკუთრებით ევროზე! გაიხარე და გაგვახარე!
alexandre
12:54 10-03-2025
1
მართლა რამოდენა ვირი უნდა იყო, რომ შერმადინს სახედარი უწოდო.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული