სანდროს მორიგი შედეგიანი მატჩი - "სან ანტონიომ" "ტორონტო" დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსმა" გასვლაზე "ტორონტო რაპტორსი" 123:89 დაამარცხა. სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დევინ ვასელი გახდა, "სპურსის" ფორვარდმა 29:38 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
"ტორონტოდან" არჯეი ბარეტმა 30 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, "სან ანტონიო" 31 მოგებითა და 39 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 26 მარტს "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.