მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტთან" - "სან ანტონიო" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" შინ "გოლდენ სტეიტთან" 106:148 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრენდინ პოძემსკი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 27 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.
"გოლდენ სტეიტის" მსროლელმა ბადი ჰილდმა 25 წუთში საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "სან ანტონიო" 31 მოგებითა და 43 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" მორიგ შეხვედრას 2 აპრილს გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავენ.
"გოლდენ სტეიტი" 43 გამარჯვებითა და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, "ოქროსშტატელები" 2 აპრილს უშუალო კონკურენტს, "მემფის გრიზლისს" დაუპირისპირდებიან.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.