"კლივლენდ კავალიერზის" ერთ-ერთმა ფანმა საკუთარ "ტვიტერზე" განათავსა ვიდეორგოლი, რომელშიც მან გამთამაშებელ კაირი ირვინგის სათამაშო მაისურა დაწვა. მან ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც გაჩნდა ინფორმაცია 25 წლის კალათბურთელის "ფინიქსში" გადასვლასთან დაკავშირებით.
როგორც პრესა წერს, გაცვლა "კლივლენდსა" და "ფინიქსს" შორის უახლოეს პერიოდში შედგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"