დიდი გაცვლა NBA-ში: კაირი ირვინგი "ბოსტონში" გადავიდა

AutoSharing Option
"კლივლენდმა" და "ბოსტონმა" კაირი ირვინგი ოფიციალურად გაცვალეს.

"კლივლენდმა" ირვინგი, რომელმაც "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა, სანაცვლოდ გამთამაშებელი აიზეა ტომასი, ფორვარდი ჯეი კრაუდერი, ცენტრი ანტე ჟიჟიჩი და 2018 წლის დრაფტის პირველი პიკი მიიღო, რომელიც "ბრუკლინს" ეკუთვნოდა.

"კაირი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი კალათბურთელია NBA-ში. მან ეს ბოლო სამი სეზონის ფინალურ სერიებში დაამტკიცა.

ის გამხდარა NBA-ს ჩემპიონი, მოუგია ოლიმპიადა, ოთხჯერ მიიწვიეს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე. მიუხედავად მისი მიღწევებისა, გვგონია, რომ ირვინგის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა", - აღნიშნა "სელტიქსის" პრეზიდენტმა დენი ეინჯმა.

"აიზეა და
ჯეი ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ. აიზიას გამოსვლა პლეი-ოფში, როცა ცუდი გარემოებების დროს უხდებოდა თამაში, ისტორიაში დარჩება. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ", - თქვა "სელტიქსის" თანამფლობელმა ვიკ გრუსბეკმა.

მომზადებულია nba.com/celtics-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანაირი ქართულით დაიწყეთ წერა, რა არის ეს?
კორექტორი
23 აგვისტო 2017 15:29
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული