ზაზა ფაჩულია ტრამპს არ შეხვდება

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონისთვის "გოლდენ სტეიტისთვის" თეთრ სახლში მიღება.

ტრადიციულად, NBA-ის მოქმედი ჩემპიონი ახალი სეზონის წინ, ვიზიტით მიდის თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტს ხვდება. მაგრამ, "გოლდენ სტეიტის" ბევრ მოთამაშეს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ტრამპის მიმართ, რაზეც ღიად არა ერთხელ განუცხადებიათ.

მაგალითად, გუნდის ლიდერმა სტივენ კარიმ აღიარა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის დიდი სურვილი არ აქვს.

"თეთრ სახლში ვიზიტი - დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის, - დაწერა თავის "ტვიტერზე" ტრამპმა. - სტივენ კარი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია!"
* * *
პრეზიდენტის ამ განცხადებას კალათბურთელების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს რაღაც აბსურდია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ჩემი სახელის ხსენება და არა ვინმე სხვისი. ასეთი მოქმედება არ შეესაბამება ქვეყნის ლიდერის სტატუსს. ლიდერები ასე არ იქცევიან", - მოჰყავს The Washington Post-ს კარის სიტყვები.

"ტყუილია. სტივენ კარიმ თავიდანვე თქვა, რომ არ წავიდოდა. ასე რომ, არ ყოფილა არანაირი მიწვევა. თეთრ სახლში ვიზიტი დიდი პატივი იყო იქამდე, სანამ შენ არ გამოჩნდი იქ", - მიმართა ტრამპს ლებრონ ჯეიმსმა.

"აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის გვარი ასოცირდება ჩხუბთან და ბოღმასთან. მისი სიტყვები ასოცირდება ზიზღთან და განხეთქილებასთან. მას არ შეუძლია ამერიკა ისევ უდიადესად აქციოს", - დაწერა "ტვიტერზე" კობი ბრაიანტმა.

"ყველაფერი წესრიგშია, "უორიორზ". შესაძლოა, ორი თვის შემდეგ, თავად დონალდ ტრამპა ვერ შეძლოს თეთრი სახლის მონახულება", - ეს "ჩიკაგოს" ცენტრის რობინ ლოპესის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ ეს არის! თუ ეს სიტყვის თავისუფლებაა, ჩვენზე დიდი დემოკრატები ძნელად მოიძებნება - ჩვენს პრეზიდენტსაც ისე გაუბედავენ კალათბურთელები და ზოგადად სპორტსმენები ანალოგიურს, რომ...:))) პ.ს. ალბათ არაა უფრო ცუდი, ვიდრე "ზემოთ დასახელებული" მიზეზი და შეიძლება "შემადგენელი კომპონენტიცაა", მაგრამ ცუდად აღზრდაც ვერაა კაი საქმე და არც თავმდაბლობა უნდა იყოს უცხო ნორმალური კაცისთვის, რამხელა ანაზღაურებაც/შესაბამისად, დამოუკიდებლობის ხარისხი/ უნდა ჰქონდეს.
"შავი რასიზმი"
13:46 26-09-2017
0
აი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ესაა!!!
ზურა
14:09 25-09-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული