მომავალი სეზონის MVP-ის 5 კანდიდატი

AutoSharing Option
ამერიკის საბუკმეიკერო კანტორებმა დაასახელეს მთავარი პრეტენდენტები 2017-18 წლების სეზონში NBA-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე.

ბუკმეიკერთა აზრით, ყველაზე დიდი შანსი სეზონის MVP-ის ტიტულზე "სან ანტონიოს" მცველს კავაი ლენარდს გააჩნია - 4/1. შემდეგ მოდიან კევინ დურანტი ("გოლდენ სტეიტი") და ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი") - 9/2. მეოთხე ადგილზეა მოქმედი MVP რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") კოეფიციენტით - 11/2.

ხუთეული შეავსო "მილუოკი ბაქსის" ბერძენმა ლეგიონერმა იანის ანტენტოკუნმპომ. მისი კოეფიციენტი MVP-ის ტიტულის მოპოვებაზე - 9/1-ს უდრის. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი უსწრებს ისეთ მონსტრებს, როგორებიც არიან - ჯეიმსი ჰარდენი ("ჰიუსტონი"),
სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), კაირი ირვინგი ("ბოსტონი") და ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ვერ ისწავლეთ რომ კარის სახელია სტეფ და არა სტივენ :))
ირაკლი
11:59 28-09-2017
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული