NBA. მატჩები: ჯეიმსის რეკორდი, ჯოკიჩის ახალი სიმაღლე, "სპურსის" ზედიზედ მესამე [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

გასული სეზონის ფინალისტმა "კლივლენდ კავალიერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. მილუოკელებს ვერც გუნდის ლიდერის, ბერძენი იანი ანტეტოკოუმბოს გარჯამ უშველა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი გაიფორმა კევინ ლავმა, რომელმაც 31 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.

ეს მატჩი განსაკუთრებული გადმოდგა ლებრონ ჯეიმსისთვის, რომელმაც 30 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა. ლებრონი რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 1072 მატჩით ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა.

124:119

"დენვერსა" და "მემფისს" შორის მატჩში "ნაგეტსის" ცენტრმა ნიკოლა ჯოკიჩმა კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. სერბმა კალათბურთელმა 41 ქულა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიამატა.

"სან ანტონიომ" "კლიპერსს" სძლია, სადაც "სპურსს" ქულების მიხედვით კვლავ ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა. ოლდრიჯმა 25 ქულა ჩააგდო. "სან ანტონიომ" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.


კვლავ შეუჩერებელია "პელიკანსის" დუეტი. ენტონი დევისმა "ინდიანასთან" მატჩში 37 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დემარკუს კაზინსმა - 32 ქულა და 13 მოხსნა.


"ნიუ იორკს" კი "შარლოტთან" მატჩში კრისტაპ პორზინგისმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა მიითვალა.


დღის შეხვედრები ასე დასრულდა:

პორტლენდი-მემფისი 97:98
საკრამენტო-ოკლაჰომა 94:86
დენვერი-ბრუკლინი 112:104
იუტა-ფილადელფია 97:104
სან ანტონიო-კლიპერსი 120:107
ნიუ იორკი-შარლოტი 118:113
ტორონტო-ჩიკაგო 119:114
კლივლენდი-მილუოკი 124:119
ინდიანა-ნიუ ორლეანი 112:117
ვაშინგტონი-დალასი 99:113
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული