დევინ ბუკერმა ტრავმის გამო "ტორონტოსთან" თამაში ვერ გააგრძელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ფინიქს სანსის" უკანახაზელი დევინ ბუკერი 2-3 კვირას გამოტოვებს. ამ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბუკერმა "ტორონტო რეპტორსთან" მატჩში ფეხი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
21 წლის კალათბურთელმა პარკეტი 19 ქულით დატოვა, მისი გუნდი კი 126:119 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "ფილადელფია სიქსერსთან" შეხვედრაში, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დევინმა 46 ქულა მოაგროვა.

ამ სეზონში ბუკერი NBA-ს საუკეთესო მექულეთა შორის მე-10 ადგილს იკავებს, მისი საშუალო მონაგარი 24.3 ქულაა.

9 გამარჯვებითა და 17 მარცხით ბუკერის "სანსი" დასავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული