12 დეკემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" შინ "პორტლენდი" ანგარიშით 111:104 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას მარცხენა მხრის ტკივილი აწუხებს.
დრეიმონდ გრინისა და სტეფ კარის არყოფნაში სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა:
კევინ დურანტი, ომრი კასპი, ჯორდან ბელი, კლეი ტომპსონი და შეონ ლივინგტონი.
დურანტმა და ტომპსონმა, შესაბამისად, 28 და 24 ქულა მოიპოვეს. ომრი კასპი გუნდს 11 ქულით შეეწია.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 39 ქულა კი დემიენ ლილარდმა ჩააგდო.
ამ მოგების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორეა, ხოლო მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 15 დეკემბერს, შინ "დალასთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
ხოლო პირველ ადგილზე "ჰიუსტონ როკეტსია", რომელსაც 25 მატჩში 21 მოგება აქვს. "როკეტსმა" შინ "პელიკანსს" 130:123 სძლია.
"პელიკანსის" გამთამაშებელმა რეჯონ რონდომ სამმაგი დუბლის გაფორმება შეძლო. მის ანგარიშზე 13 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასია. ეს რონდოსთვის კარიერაში 30-ე სამმაგი დუბლია.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლიპერსი-ტორონტო 96:91
ჩიკაგო-ბოსტონი 108:85
მემფისი-მაიამი 82:107
ოკლაჰომა-შარლოტი 103:116
11:40 12-12-2017
NBA. მატჩები: "უორიორსს" დურანტმა ულიდერა, რონდომ 30-ე სამმაგი გაიფორმა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული