NBA. მატჩები: კავაი ლეონარდი 13 ქულით დაბრუნდა, თუმცა "სპურსი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
13 დეკემბერს NBA-ს მორიგ შეხვედრაში ტეხასური დერბი გაიმართა, რომელშიც "დალას მავერიკსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 95:89 დაამარცხა.

პარკეტს დაუბრუნდა გრეგ პოპოვიჩის გუნდის ლიდერი, კავაი ლეონარდი, რომელმაც წინა სეზონის პლეი ოფში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი გამართა. ლეონარდმა 15 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. სტუმრებს ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 13 მოხსნაა.

"დალასის" რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულითა და 6 მოხსნით ჰარისონ ბარნსი გამოდგა, უესლი მეთიუსმა და იოგი ფერელმა კი გუნდს 16-16 ქულა მოუტანეს.

13.12.17 დალას მავერიკსი - სან ანტონიო სპურსი 95:89

19 მოგებითა და 9 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, "დალასი" კი 8 გამარჯვებით და 20 წაგებით ამავე კონფერენციის უკანასკნელ ადგილზეა.

NBA-ს ვიცე-ჩემპიონმა, "კლივლენდ კავალიერსმა" "ატლანტა ჰოუკსს" 123:114 მოუგო. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 25 ქულა, 7 მოხსნა და 17 შედეგიანი გადაცემაა.


"კლივლენდი" 20 გამარჯვებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზეა, პირველ პოზიციას კი "ბოსტონ სელტიკსი" იკავებს.

აქვე გაგაცნობთ სხვა შეხვედრათა ანგარიშებს.

ნიუ იორკ ნიქსი-ლოს ანჯელეს ლეიკერსი 113:109

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული