''ლეიკერსმა'' 8 და 24-ნომრიანი მაისურები ხმარებიდან ამოიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში 8 და 24-ნომრიანი მაისურებით არცერთი კალათბურთელი აღარ იასპარეზებს.

ამის აღსანიშნავი ცერემონია დღეს, "სთეპლს ცენტრში" "ლეიკერსისა" და "უორიორსის" შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ მიიღო, რომელიც გუნდში 20 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

ბრაიანტი 8-ნომრიანი მაისურით 1996 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ასპარეზობდა, 2006 წელს კი 24-ნომრიანი მაისური მოირგო.

"დიდებული მომენტია. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ფაქტს ჩემს ოჯახთან ერთად დავესწარი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემს შვილთან ერთად ვიმყოფები.

ეს მაისურები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი შთამაგონებდნენ
მე, როგორ მეთამაშა მაღალ დონეზე", - აღნიშნა ბრაიანტმა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
აფსუს რა მალე გარბის დრო.კობიც წავიდა!
0

სიახლეები პოპულარული