კრის პოლმა "ლეიკერსთან" მატჩში ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მორიგ მატჩში დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ჰიუსტონ როკეტსმა" ამავე კონფერენციის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა.

უკანასკნელი მეოთხედის დასაწყისში ტეხასელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, კრის პოლმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პოლმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და "როკეტსის" მთავარი მწვრთნელის, მაიკ დანტონის თქმით, მისი თამაში მომდევნო შეხვედრაში საეჭვოა.

მომავალ შეხვედრაში "როკეტსი" პოლის ყოფილ გუნდს, "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.

"ლეიკერსთან" მარცხით "ჰიუსტონის" 14-მატჩიანი გამარჯვებების სერია დასრულდა.

პოლი "როკეტსს" ამ სეზონში შეუერთდა და ამ კლუბის მაისურით მისი საშუალო მონაგარი
17.7 ქულა, 9.3 შედეგიანი გადაცემა და 5.4 მოხსნაა.

მუხლის ტრავმის გამო პოლმა ამ სეზონში 14 შეხვედრა გამოტოვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული