სამწუხაროდ, ფორმატის ცვლილების შემდეგ გულშემატკივრებიც ნაკლებად აქტიურობენ და "გოლდენ სტეიტის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ათეულშიც ვერ მოხვდა.
არადა, წინა წლის ამ დროს ზაზა ფაჩულიას დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის 439 675 ხმა ჰქონდა. მაშინ მას მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტი - 541 ათასი ხმით უსწრებდა.
აქვე გეტყვით, რომ 11, 12 და 15 იანვარს გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება 2-ჯერ ექნება. ამ დღეებში არჩევანის 2-ჯერ დასაფიქსირებლად ხმის მიცემა
აღმოსავლეთ კონფერენციას და მთლიანად "ოლ სტარის" გამოკითხვას "მილუოკის" კალათბურთელი იანის ანტეტეკოუმპო ჯერჯერობით ყველაზე მეტი, 863 416 ხმით ლიდერობს, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან იანისმა ისეთ ლიდერებსა და ვარსკვლავებს გაუსწო, როგორებიც არიან სტეფ კარი და კევინ დურანტი.
იანისი ასევე ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეს უსწრებს, როგორიც ლებრონ ჯეიმსია. "მეფის" ანგარიშზე 856 080 ხმაა, ანუ გამოდის, რომ ბერძენი ამერიკელს 7 336 ხმით სჯობნის.
დასავლეთის მოთამაშეებს შორის პირველ ორ ადგილს ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები იყოფენ.
კევინ დურანტს 767 402 ხმა აქვს, ხოლო სტეფ კარის - 735 115. მათ შორის სხვაობა 32 287 ხმაა.
აღმოსავლეთ კონფერენციის გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება:
წინახაზელები
1. იანის ანტეტეკოუმპო (მილუოკი) - 863,416
2. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 856,080
3. ჯოილ ემბიდი (ფილადელფია) - 433,161
4. კრისტაპ პორზინგისი (ნიქსი) - 359,459
5. კევინ ლავი (კლივლენდი) - 221,969
6. ოლ ჰორფორდი (ბოსტონი) - 120,016
7. ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი) - 98,586
8. ანდრე დრამონდი (დეტროიტი) - 85,374
9. ენეს კანტერი (ნიქსი) - 83,102
10 დუაიტ ჰოვარდი (შარლოტი) - 57,730
უკანახაზელები
1. კაირი ირვინგი - (ბოსტონი) - 802 834 ხმა
2. დემარ დეროუზანი (ტორონტო) - 259 368 ხმა
ვიქტორ ოლადიპო (ინდიანა) - 251 886 ხმა
4. ბენ სიმონსი (ფილადელფია) - 210,085
5. ჯონ უოლი (ვაშინგტონი) - 175,990
6. დუეინ უეიდი (კლივლენდი) - 165,163
7. აიზია ტომასი (კლივლენდი) - 87,680
8. კაილი ლაური (ტორონტო) - 85,070
9. ბრედლი ბილი (ვაშინგტონი) - 71,079
10. ჯეილინ ბრაუნი (ბოსტონი) - 51,562
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციის უკანახაზელებს:
წინახაზელები
1. კევინ დუნრატი (გოლდენ სტეიტი) - 767,402
2. ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) - 393,000
3. დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი) - 356,340
4. დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) - 325,612
5. პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა) - 291,495
6. კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) - 212,650
7. კარმელო ენტონი (ოკლაჰომა) - 194,239
8. კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა) - 188,240
9. კაილ კუზმა (ლეიკერსი) - 184,338
10. ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო) - 153,599
უკანახაზელები
1. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) - 731,115 ხმა
2. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) - 602,040 ხმა
3. რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა) - 438,469 ხმა
4. კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი) - 359,442
5. მანუ ჯინობილი (სან ანტონიო) - 231,460
6. კრის პოლი (ჰიუსტონი) - 174,343
7. დემიენ ლილარდი (პორტლენდი) - 148,622
8. ლონზო ბოლი (ლეიკერსი) - 120,817
9. დევინ ბუკერი (ფინიქსი) - 91,562
10. ჯიმი ბატლერი (მინესოტა) - 88,009
აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გუნდების ნაცვლად წელს ორი კაპიტნის მიერ არჩეული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
კაპიტნები გუნდს გულშემატკივრების, სპორტული ჟურნალისტებისა და თავად კალათბურთელების ხმის მიცემით გამოვლენილი მოთამაშეებისგან დააკომპლექტებენ. კაპიტნები ხმების მიხედვით დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები იქნებიან.
ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულის წევრთა და გუნდების კაპიტანთა ვინაობა 21 იანვარს გახდება ცნობილი, 5 დღის შემდეგ კი რეზერვთა ვინაობაც გაირკვევა.
"ყველა ვარსკვლავის" შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება. მას ლოს-ანჯელესის "სტეიპლს ცენტრის" დარბაზი უმასპინძლებს.
ნოვიცკის 30 752 ქულა აქვს ჩაგდებული. ნბას ყ ვ ე ლ ა დროის რეკორდსმენებში ქულების მიხედვით მეექვსეა. მეექვსე ნბა ისტორიაში! მოქმედებს შორის რა თქმა უნდა პირველი. და ეს კაცი არის საშუალო დონე????????
პ.ს იმის თქმა არ მინდოდა ამით, რომ ზაზა ოლსტარია. ზაზა არაა ოლსტარი.
თუმცა ჩემმა "თავგანწირვამ" შედეგი გამოიღო და ზ-პალასის სექტის თავებშიც შევიდა ჭეშმარიტება, ძნელად მაგრამ მაინც )))